თურქეთში აშშ-ის ელჩი - აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს

აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს ზანგეზურის დერეფნის მართვის აშშ-სთვის გადაბარება შესთავაზა.

„ისინი 32 კილომეტრიანი გზის შესახებ კამათობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. 32 კილომეტრიანი გზის საკითხი უკვე ათწლეულებია გაჭიანურებულია“, - განაცხადა ბარაკმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ დერეფნის მართვის გადაბარებისას საუბარია ასწლიანი იჯარის შესახებ.

„ასე რომ, რაც ხდება ის არის, რომ საქმეში ამერიკა ერევა და ამბობს: „კარგი, კონტროლს ჩვენ ავიღებთ. მოგვეცით 32 კილომეტრის სიგრძის გზა ასწლიანი იჯარით და ყველას შეგიძლიათ მისით ისარგებლოთ“, - აღნიშნა თურქეთში აშშ-ის ელჩმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს