ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება

ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, არ შეიძლება, ქართველ ხალხს მოსთხოვო „ჯერ ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება“ და როდესაც მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, ამის გამო დააშანტაჟო.

როგორც ირაკლი კობახიძე დასძენს, ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ "საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი" ადამიანები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

„საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, თუ რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, მათ შორის ევროპელ ჩინოვნიკებს ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები, კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ეს არის ძალიან მარტივი ანალიზის საგანი. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და კარგად აანალიზებს. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და სამწუხაროდ, ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა არის სერიოზულად დაცემული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი შემოტრიალდეს, ამისათვის პირველ რიგში, კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა