კახა კალაძე - კორპუსი იყო ავარიული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, იყო შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში - მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული

სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სადგურის მოედანზე ჩამონგრეულ კორპუსს მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მოსახლეობასთან გაკეთდა შეთავაზება, ჩანაცვლების პროგრამით მომხდარიყო კორპუსის დემონტაჟი და ნაცვლად ახლის მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, ვერ იქნა მიღწეული.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით.

“თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მესამე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. გაკეთებული იყო შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი განაცხადეს”, - განაცხადა კალაძემ.

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. ამ დროის მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის