Reuters - ესპანეთში ძლიერ სიცხეს ბოლო ორი თვის განმავლობაში 1180 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ძლიერ სიცხეს ბოლო ორი თვის განმავლობაში 1180 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ძლიერი სიცხის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა 65 წელს გადაცილებულია, ხოლო ნახევარზე მეტი კი ქალია.

გამოცემის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურების შედეგად ყველაზე მეტად გალისიის, ლა რიოხას, ასტურიისა და კანტაბრიის პროვინციები დაზარალდა.

ესპანეთის მსგავსად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაღალი ტემპერატურა დასავლეთ ევროპის ბევრ ქვაყანაში დაფიქსირდა. Reuters-ის ცნობით, ძლიერი სიცხით გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით ევროპის 12 ქალაქში 2300-მდე ადამიანი დაიღუპა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს