ვოლოდიმირ ზელენსკი - დენის შმიგალის გამოცდილება სასარგებლო იქნება თავდაცვის მინისტრის პოსტზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის გამოცდილება სასარგებლო იქნება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ვისაუბრე იულია სვირიდენკოსთან - შევთავაზე, რომ უხელმძღვანელოს უკრაინის მთავრობას და განაახლოს მისი მუშაობა უკრაინული წარმოების, უკრაინული მეწარმეობის მხარდაჭერის გამოცდილების საფუძველზე, რომელიც იულია პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე აქვს. დენის შმიგალის კოლოსალური გამოცდილება ნამდვილად სასარგებლო იქნება უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სწორედ ამ სფეროშია ამჟამად თავმოყრილი ქვეყანას რესურსებისა და ამოცანების მაქსიმალური რაოდენობა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის კონფიგურაციისთვის სახალხო დეპუტატებისგან საკმარის მხარდაჭერას ელის.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო