დღეს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, დღეს, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ.

„საბჭო განიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას და განიხილავს შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ“ - წერია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამიტის ფარგლების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება და შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც დაესწრება.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ახალ შეთანხმებას.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო