„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობისა“ და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის მხარდაჭერისათვის ფონდი „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა ნანა გოთუამ საქართველოს კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს, თორაძის ფონდის დამფუძნებელს, ნინო თორაძეს, თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისა და ეროვნული სასახლის დირექტორს, ნინა ყიფიანს და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, ედიშერ სავიცკის ფონდის სპეციალური ჯილდოები გადასცა. დაჯილდოების ცერემონია გალობის უნივერსიტეტის 2024-2025 სასწავლო წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაიმართა.

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით „სმარტ კაპიტალ ჯგუფისა“ და მისი დამფუძნებლის ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაარსდა, უკვე 10 წელზე მეტია ქართული ტრადიციული მუსიკის დაცვასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამავდროულად, ფონდი წარმოადგენს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საერთაშორისო მხარდამჭერს. იგი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აქტივობების ფინანსურ მხარდაჭერას უცხოეთში, რითაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციასა და მისი უნიკალური კულტურული ღირებულებების გავრცელებას გლობალურ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეებში.

ფონდი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს იმ პირების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას. 2019 წლიდან გაიცემა ფონდის დამფუძნებლის, ნანა გოთუას ინიციატივით დაარსებული სპეციალური ჯილდო „მადლიერების ჩიტი“. ჯილდო წარმოადგენს მადლიერების სიმბოლურ გამოხატვას იმ პირთა მიმართ, რომელთა განსაკუთრებული ღვაწლი ხელს უწყობს ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის შენარჩუნებასა და მის ინტეგრაციას თანამედროვე საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო სივრცეებში.

ფონდი „ქართული გალობისათვის“ დიდი პატივია, ჰყავდეს პარტნიორები, რომლებიც მზად არიან შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ტრადიციული მუსიკალური კულტურის სიმდიდრის შენარჩუნებასა და განვითარებაში.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს