უკრაინის რადამ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროპის საბჭოსთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უმაღლესმა რადამ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, გადაწყვეტილებას მხარი 323-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი 25 ივნისს მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, სპეციალური ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გამოძიება ჩატარდეს იმ სახელმწიფო უმაღლესი პირების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც წესი, პერსონალური იმუნიტეტებით არიან დაცული, თუმცა განაჩენების გამოტანა მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო