საბანკო ასოციაცია - დილიდან, ლეგიტიმური კომპანიის სახელით, იგზავნება ყალბი შეტყობინებები, სადაც კიბერთაღლითები მომხმარებლებს მავნე ბმულზე გადასვლით, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მოუწოდებენ

საბანკო ასოციაციის განცხადებით, დილიდან, ლეგიტიმური კომპანიის სახელით, იგზავნება ყალბი შეტყობინებები, სადაც კიბერთაღლითები მომხმარებლებს მავნე ბმულზე გადასვლით, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მოუწოდებენ.

ასოციაცია მოქალაქეებს კიბერთაღლითობის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაციებით მიმართავს.

„დღეს დილიდან, ლეგიტიმური კომპანიის სახელით, იგზავნება ყალბი შეტყობინებები, სადაც კიბერთაღლითები მავნე ბმულზე გადასვლით, ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მოგიწოდებენ.

როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?

  • არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;
  • თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწოდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;
  • თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;
  • თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;
  • შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;
  • დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს