„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სამუშაოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სამუშაოებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 16 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 17 ივლისის დილის 07:00 საათამდე ვაკე-საბურთალოს გარკვეულ მონაკვეთებზე აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„16 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N21-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 17 ივლისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაჟა ფშაველას მე-3 შესახვევს, ვაჟა-ფშაველას მე- 2 კვარტალს, ნუცუბიძის ქუჩა N2- 78ა, N1-129ა, ნუცუბიძის პირველ ჩიხს, ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N 14-30, ლვოვის ქუჩა N 81-97, ვაზისუბნის ქუჩა N 79-139, N78-138, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, მეგრელაძის, დელისის, ზალდასტანიშვილების, ვ. ჩიქოვანის, ნადარეიშვილის, მიქელაძის, ნადარეიშვილის, ჯებაშვილის, ჯებაშვილის I გასასვლელს, ტრიპლოვსკის, კამანის, მარო თარხნიშვილის 1-ელ და მე-2 ჩიხს, ჩიქოვანის 1-ელ და მე-2 შესახვევს, აფხაიძის, მეგრელიძის, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა

და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ჯივიპის განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა