სოფო ხორგუანი - არჩევნებში მონაწილეობა ბრძოლაა, პროტესტი უნდა იყოს ყველგან

პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სოფიო ხორგუანმა, ქალაქ ახალციხეში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

ხორგუანის განაცხადებით, რეჟიმის ტყვეების უპირობო გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა უცვლელია, ხოლო პარტიის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის ერთგულების მტკიცებულებაა.

“არჩევნებში მონაწილეობა ბრძოლაა, პროტესტი უნდა იყოს ყველგან. იგი შეიძლება ვიღაცამ ქუჩაში გამოხატოს, ვიღაცამ საკუთარ გარემოცვაში ადამიანები გადმოიყვანონ ნათელ მხარზე. არჩევნები გააძლიერებს იმ საპროტესტო განწყობას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს რეჟიმის მიმართ”, - განაცხადა ხორგუანმა.

პოლიტიკოსის განცხადებით, ძლიერი, დამოუკიდებელი და განვითარებული თვითმმართველობა ხალხის მმართველობის - დემოკრატიის გარანტიაა თანამედროვე სახელმწიფოში. მისი თქმით, პარტიის მიზანიც მეტი ადამიანის ჩართვაა ქვეყნის მართვაში.

“ჩვენ მზად ვართ, დაგიდგეთ გვერდში, რათა პატრიოტმა და პროფესიონალმა ადამიანებმა ჩაიბაროთ საქართველოს თვითმმართველობა. მოგიწოდებთ ყველას, გააცნობიეროთ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენი როლი ამ საქმეში, ვისაც გჯერათ, რომ უკეთეს სახელმწიფოს ვიმსახურებთ, შემოგვთავაზეთ თქვენი და თქვენთვის სასურველი საიმედო ადამიანის კანდიდატურა. მთავარია, სიმართლის მხარეს და ხალხის სამსახურში ვიყოთ, ჩვენი არჩევნებში შესვლის მიზანიც სწორედ ეს არის.

სამცხე-ჯავახეთი ისტორიულად ყოველთვის იყო გამორჩეული რეგიონი. როცა ჩვენი სამშობლოს ეს გამორჩეული მხარე დადგება მტკიცედ სინათლის მხარეს, ნამდვილი ევროპული, სამართლებრივად და ეკონომიკურად გამართული სახელმწიფო რეალობა გახდება“, - მიმართა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სოფიო ხორგუანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა