15 ივლისის 23:00 საათიდან 16 ივლისის 06:00 საათამდე სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

15 ივლისის 23:00 საათიდან 16 ივლისის 06:00 საათამდე სოფელ შუასოფელთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კმ-ზე (სოფ. შუასოფელი), დაგეგმილი ლითონის მილის მოწყობის სამუშაოების გამო 2025 წლის 15 ივლისის 23:00 საათიდან 16 ივლისის 06:00 საათამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს