თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „უბრალოდ კითხვა დაუსვა“ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების თაობაზე, მას „მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია და მუშაობს ომის დასასრულებლად

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის “მოსკოვზე დატყმის” შესაძლებლობის შესახებ კითხვა დასუვა, თუმცა მას „მეტი მკვლელობები“ არ წაუხალისებია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა Newsweek-თან კომენტარში განაცხადა.

კერძოდ, მანამდე გამოცემები Financial Times და The Washington Post ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, შეუძლია თუ არა უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების განხორციელება.

Financial Times-ის წყაროს ცნობით, ტრამპს სურდა, რომ “მათ [რუსეთს] ტკივილი ეგრძნოთ” და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ებიძგა. Washington Post-ის ინფორმაციით კი, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინას რუსეთის დედაქალაქზე დარტყმის განხორციელება შეუძლია “თუ საჭირო იარაღს მოგვცემთ”.

ამ ცნობების კომენტირებისას თეთრი სახლის პრესმდივანმა Financial Times-ს “ნახვების მოსაპოვებლად სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯა” დააბრალა.

“პრეზიდენტი ტრამპი უბრალოდ კითხვას სვამდა, მეტ მკვლელობას არ ახალისებდა. დაუღალავად მუშაობს მკვლელობების შესაჩერებლად და ამ ომის დასასრულებლად”, - განაცხადა ლევიტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს