დონალდ ტრამპი რუსეთზე - თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციებიც, არ მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა, უფრო ადრეც შეიძლება - ზელენსკიმ მოსკოვს არ უნდა დაარტყას

არ ვიცი, 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

“50 დღის მერე შეთანხმება თუ არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შევა ძალაში და სხვა სანქციები…

არ ვიცი 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს. არა მგონია, რომ 50 დღე ძალიან დიდი ვადაა” , - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დაარტყას თუ არა მოსკოვს, ტრამპმა უპასუხა “არა, მოსკოვს არ უნდა დაარტყას”.

კიდევ ერთ კითხვაზე, არის თუ არა ის ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა “არავის მხარეს არ ვარ, იცით ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს, კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობის შეჩერება მინდა”.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო