ლინდსი გრემი ტრამპის 50-დღიან ულტიმატუმზე - თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის - ევროპელების დაფინანსებით - გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავი იყო, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო დონალდ ტრამპის განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდებოდა, ის 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს.

ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ მათ, ვისაც აინტერესებთ, რა მოხდება 50 დღის გასვლის შემდეგ, ურჩევს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ჰკითხონ.

„თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ. მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და პუტინის საომარ მანქანას უჭერს მხარს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი“, - წერს ლინდსი გრემი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა