გოგიტა თოდრაძე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც 14-16 ივლისის პერიოდში ინდოეთში, ქ. ნიუ-დელიში იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) და აზიისა და წყნარი ოკეანის სტატისტიკის ინსტიტუტის (UN SIAP) ორგანიზებით იმართება, რომელშიც შესაბამისი რეგიონის 16 ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ.

„კონფერენცია ეძღვნება თემას: "მონაცემთა ეთიკა, მართვა და ხარისხი ცვალებად მონაცემთა ეკოსისტემაში". კონფერენცია, რომელიც ოთხ თემატურ სესიად არის დაყოფილი: სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ევოლუციური როლი, ინსტიტუციური და ორგანიზაციული ჩარჩოების მოდერნიზაცია, ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების თანამედროვე მეთოდების დანერგვა. სესიები ინტერაქტიური ჯგუფური დისკუსიებითა და გამოცდილების გაცვლით მიმდინარეობს.

მოხსენების და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის გარდა, გოგიტა თოდრაძე ერთ-ერთ სესიასაც უხელმძღვანელებს, რომლის მიზანია სტატისტიკის ეროვნული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ გაუმკლავდნენ სწრაფად ცვალებად მონაცემთა ლანდშაფტს და ოფიციალურ სტატისტიკაზე მზარდ მოთხოვნებს.

საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და უახლესი სტანდარტების შესწავლისთვის. მსგავსი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა ქვეყნის სტატისტიკის სისტემის მოდერნიზაციას, მონაცემთა ეთიკისა და ხარისხის სტანდარტების დანერგვას ხელს უწყობს, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მიღებული რეკომენდაციები და საუკეთესო პრაქტიკა დაეხმარება სტატისტიკის სამსახურებს შემდგომი სტრატეგიული მიმართულებების დასახვაში და სტატისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის