ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას აძლევს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

„მინდა ჩემი სამძიმარი გადასცეთ ზურას და გიას, [ჯაფარიძეებს] განსაკუთრებით ზურას, ვიცი, რას გრძნობს“, - განაცხადა ახობაძემ სხდომის დარბაზში შემოსვლისთანავე.

ამასთან, ახობაძეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მოწმისთვის განკუთვნილ ტრიბუნასთან მისვლის და იქიდან ჩვენების მიცემის ნებართვა არ მისცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შუამდგომლობა ახობაძის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ დააყენა და მოსამართლეს სთხოვა, ბრალდებულისთვის საშუალება მიეცა, ჩვენება მოწმის ტრიბუნიდან მიეცა. ადვოკატმა იქვე დააკონკრეტა, რომ ამის პრეცედენტი სხვა მოსამართლეებთან ჰქონია. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებული ზის იმ ადგილას, სადაც მისთვისაა ადგილი განკუთვნილი.

„ისეთ რაღაცას ნუ ვიტყვით, რაც არარსებულია. ბრალდებული პატიმარია, პატიმარი არის ამ ეტაპისთვის მისთვის განკუთვნილ ადგილზე, სწორედ იქიდან მიაწვდის ის სასამართლოს ინფორმაციას. არ ვიცი ვისთან რა პრაქტიკაა, პატიმარი ჩვენებას იძლევა იმ პოზიციიდან, რა პოზიციაზეც არის", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ახობაძის დაკითხვის შემდეგ, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა