თბილისის პროკურორად გიორგი მიქაია, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად კი ლევან გეგეჭკორი დაინიშნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად თბილისის პროკურორად გიორგი მიქაია დაინიშნა, აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე გიორგი მიქაია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

„ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა, რომელიც შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი დაინიშნა, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

თანამშრომლებთან შეხვედრაზე, გენერალურამა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები საქართველოს პროკურატურის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი