GCCA - ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში tkt.ge-ს და biletebi.ge-ს მომხმარებლისთვის თანხის სრულად უკან დაბრუნება დაევალა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „თინეთის“ (www.tkt.ge ) და შპს „ელ.ბილეთების“ (www.biletebi.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება - ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.

„საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტული ღონისძიების გაუქმების დროს, მომხმარებლებმა მხოლოდ ბილეთის საფასური დაიბრუნეს, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით. გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჯამური გადახდა ხორციელდება ერთ პლატფორმაზე, ერთი ტრანზაქციის ფარგლებში - ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა, რადგან თუ მომხმარებელი მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდის, ბილეთს ვერ შეიძენს და შესაბამისად ღონისძიებასაც ვერ დაესწრება.

სააგენტო განმარტავს, რომ მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო, რომელიც მის კონტროლს მიღმა მოხდა. კერძოდ, თუ ღონისძიება ორგანიზატორის ინიციატივით გაუქმდა, ორგანიზატორმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. შესაბამისად, GCCA-ს პოზიციით, მომხმარებლებმა, რომლებიც www.biletebi.ge -სა და www.tkt.ge -ზე შეიძინეს ბილეთები, ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში, უნდა მიიღონ ბილეთში გადახდილი თანხა სრულად, მათ შორის, საიტის მომსახურების საკომისიოც. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და საერთაშორისო პრაქტიკას.

აღნიშნული ორი საქმის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა - ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში თანხის სრულად დაბრუნების სტანდარტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის