ირაკლი ბენდელიანი - თევდორე მღვდლის #10-ში, კორპუსიდან საფრთხის შემცველი ფრაგმენტები ჩამოიხსნება, სრული დემონტაჟი კი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ დაიწყება - კორპუსში ორი ადამიანი თვითნებურად რჩება და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის #10-ში, სადაც სამი დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ერთ ოჯახში მცხოვრები ორი პირი თვითნებურად საცხოვრებელ კორპუსში რჩებიან.

ბენდელიანის განმარტებით, აღნიშნულ მოქალაქეებთან თბილისის მერიის მხრიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა მათ საცხოვრებელი კორპუსი დატოვონ.

„კორპუსის მთლიანი პერიმეტრი შემოღობილია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმების დაცული გვაქვს, რათა აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანების გადაადგილება არ მოხდეს. ჩვენ თითოეულ ოჯახთან კომუნიკაცია გვაქვს. როგორც იცით, თითოეული მათგანი სასტუმროში გადაყვანილი გვყავს. ასევე, თითოეულ ოჯახთან კომუნიკაცია გვაქვს და ორგანიზებულად, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ამ ოჯახების სათითაოდ თავიანთ სახლებში შეყვანა ხდება (რათა თავიანთი ნივთები გამოიტანონ), ოღონდ მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც შედარებით უსაფრთხოა შენობა. ასევე, არის შემთხვევა, კერძოდ, ერთ ოჯახში - შვილი და რძალი - ბინიდან გავიდნენ და მშობლები თვითნებურად დარჩნენ. ამ ეტაპზე, მათთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლომდე პრობლემა უკვე აღმოიფხვრება. როგორც გითხარით, 24-საათიან კომუნიკაციაში ვართ თითოეულ მოსახლესთან”, - განაცხადა ბენდელიანმა.

ბენდელიანის თქმით, თევდორე მღვდლის #10-ში მდებარე კორპუსის დემონტაჟი გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ განხორციელდება და ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყება.

„რაც შეეხება შენობის დემონტაჟს, დემონტაჟი პირობითად ორ ეტაპად გავყოთ. პირველ ეტაპზე საფრთხის შემცველი ფრაგმენტების ჩამოხსნა მოხდება, ხოლო უშუალოდ მთლიანად კორპუსის დემონტაჟს, აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიას მიღებული აქვს. სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ. გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება კორპუსის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა.

ზოგადად, ეს კორპუსი ავარიული რომ იყო, ამაზე შესაბამისი დასკვნები არსებობს. ამას ჩვენ თვითონვე ვამბობთ, რომ თითქმის ერთი წელია მოსახლეობასთან მიმდინარეობს აღნიშნულზე კომუნიკაცია.

ახლა, ჩვენ მთლიანად უნდა შემოვიაროთ მთლიანი კორპუსის სახურავის ნაწილი, თუ სადმე საფრთხის შემცველი დეტალები იქნება, ბუნებრივია, ჩვენ კორპუსის დემონტაჟამდე ამ ნაწილებს მოვხსნით.

მოსახლებასთან ჩვენ სწორედ ამ მიზნით გვქონდა კომუნიკაცია, რომ ეს კორპუსი არის ავარიული. ეს კორპუსი ავარიული რომ არ ყოფილიყო და პირველ რიგში, ეს მათვის უსაფრთხო რომ ყოფილიყო, საერთოდ მათთან კომუნიკაციას არ დავიწყებდით და არც ჩანაცვლებაზე არ ვილაპარაკებდით.

რამდეჯერმე კითხვა გაისმა, [ტრაგედიამდე] რატომ არ შემოღობეთ მთლიანი პერიმეტრი? - უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც კორპუსში ადამიანები ცხოვრობენ, როგორ უნდა შემოარტყა კორპუსს გარედან დიდი გალავანი და ეს ხალხი ჩატოვო შიგნით? ფიზიკურად, ეს ხალხი კორპუსიდან ვერ გამოგვყავდა და გალავანი, ღობე როგორ უნდა შემოგვერტყა მთლიანი კორპუსისთვის?“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო