ისრაელ კაცი - ისრაელი გააგრძელებს დარტყმებს სირიის ძალებზე, თუ ისინი დრუზების ქალაქიდან არ გავლენ

თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას, თუ ისინი არ გავლენ ქალაქ სუვეიდადან, რომელიც, ძირითადად, დრუზებით არის დასახლებული.

„სირიის რეჟიმმა უნდა დატოვოს დრუზები სუვეიდაში და გაიყვანოს თავისი ძალები. როგორც გარკვევით განვაცხადეთ და გავაფრთხილეთ, ისრაელი არ მიატოვებს დრუზებს სირიაში და განახორციელებს დემილიტარიზაციის პოლიტიკას“, - ნათქვამია კაცის განცხადებაში.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ რეჟიმის ძალებზე თავდასხმას მანამ, სანამ ისინი არ დატოვებენ ქალაქის ტერიტორიას.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის განცხადებით, ქალაქ სუვეიდასთან სირიის სამთავრობო ძალები დაბომბეს, როდესაც ისინი ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ქალაქში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი - მათ შორის დრუზები - ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ