დიმიტრი პესკოვი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შედგეს

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ უკრაინაზე ზეწოლა გააძლიერონ, რათა რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შედგეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის, თუმცა უკრაინას მესამე რაუნდის ჩატარების შესახებ შეთავაზება არ გაუკეთებია.

„მთავარი აშშ-ის, პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევაა. იმედგაცრუების შესახებ ბევრი რამ ითქვა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის პარალელურად ზეწოლა უკრაინაზეც ხორციელდება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმა „ბიზნესია“.

„იარაღის მიწოდება ადრეც გრძელდებოდა. ეს არავის შეუჩერებია. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ ვინ იხდის მასში ფულს. ჯერჯერობით რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ევროპელები მილიტარისტულ დამოკიდებულებას ავლენენ და მზად არიან იარაღის შესყიდვის მიზნით უამრავი ფული დახარჯონ, რათა ომის გაგრძელებას ხელი შეუწყონ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო