ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დამასკოში სირიის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინას დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დამასკოში სირიის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინას დაარტყეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ სირიაში დრუზების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებისა და მოქმედებების მონიტორინგს აგრძელებს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „სხვადასხვა სცენარისთვის მზად არის“.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმებს გააგრძელებდნენ, თუ ისინი დრუზებით დასახლებული ქალაქ სუვეიდადან არ გავიდოდნენ.

შეგახსენებთ, ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ სუვეიდაში შევიდნენ. ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი - მათ შორის დრუზები - ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან. სუვეიდაში განვითარებული მოვლენების ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალები სირიის სამთავრობო ძალებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია