გორში პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად 4 სამართალდამცავია დაშავებული, მათ შორის ორი სამხედრო ჰოსპიტალში, ორი კი „გორმედშია“ მოთავსებული - ექიმების ცნობით, არც ერთი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად, ჯამში, 4 სამართალდამცავია დაშავებული, მათ შორის სამს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მომხდარი ფაქტის დროს დაშავებული პოლიციელებიდან ორი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი კი სამედიცინო ქსელ „გორმედში“.

სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულ ორივე პაციენტს ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად, ქირურგიული განყოფილების სტაციონარულ პალატაში იმყოფება.

ჯავახიშვილის ინფორმაციითვე, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, „გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის განცხადებით, სტაბილურია „გორმედში“ მოთავსებული ორივე პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და საფრთხე არც მათ სიცოცხლეს ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

„თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი - 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.

პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის