მარკო რუბიო აცხადებს, რომ ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობაა და იმედოვნებს, რომ მომდევნო საათებში „დეესკალაციის კუთხით ნამდვილ პროგრესს დავინახავთ“

ისრაელსა და სირიას შორის გაუგებრობა მოხდა, მომდევნო საათებში ვიმედოვნებთ, რომ დეესკალაციის მხრივ ნამდვილ პროგრესს დავინახავთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოვალურ ოფისში მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

“რთული ვითარებაა, რა თქმა უნდა. ეს დიდი ხნის ისტორიული დაპირისპირებებია სხვადასხვა ჯგუფს შორის სირიის სამხრეთ-დასავლეთში - ბედუინები, დრუზების თემი. ამან სამწუხარო სიტუაციამდე და, როგორც ჩანს, გაუგებრობამდე მიგვიყვანა ისრაელის მხარესა და სირიის მხარეს შორის.

ჩვენ მთელი დილა და მთელი ღამე მათთან კონტაქტზე ვიყავით, ორივე მხარესთან. ვფიქრობ, ნამდვილი დეესკალაციისკენ გზაზე ვართ და იმედი მაქვს, რომ დავუბრუნდებით სირიის დახმარების კურსს, ააშენოს ქვეყანა და ახლო აღმოსავლეთში მივაღწევთ სიტუაციას, რომელიც გაცილებით სტაბილურია.

ასე რომ, მომდევნო საათებში ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილ პროგრესს დავინახავთ იმის დასრულებაში, რასაც ბოლო რამდენიმე საათი ხედავდით”, - განაცხადა რუბიომ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო