მამუკა მდინარაძე - გიწერენ, „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი გააუქმეო, ეს რას ნიშნავს, პირდაპირი შანტაჟი არის თუ არა?!

მოლდოვას რომ გვადარებენ, მოლდოვაში სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს, „ნაცების“ დროინდელზე ერთი პროცენტით უარესი იყო და ორი პროცენტით კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მოლდოვაზე, რომელიც დსთ-ს წევრია, ამბობენ, რომ მისაბაძი ქვეყანაა, საქართველოსთან მიმართებით კი აცხადებენ, რომ დემოკრატია საფრთხეშია.

„ჩვენთან, უკვე ორნიშნა ციფრს კარგა ხანია, ორი-სამი წელია ჩამოსცდა [სიღარიბის მაჩვენებელი] და გვადარებენ მაინც. დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ ეს არის მისაბაძი ქვეყანაო. საერთოდ არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, ადრე „გაიშნიკებს“ რომ ეძახდნენ ჩვენთან, 2 და 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში. დემოკრატია ზენიტშიაო და „შუქურას“ რომ ეძახდნენ სააკაშვილს, იგივე შეფასებაა მოლდოვის მიმართ და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო - ეს თუ ობიექტური შეფასებაა, მაშინ, კი ბატონო, მართალი ყოფილა. ამ ყველაფერს, ამ ტრაფარეტულად შაბლონურ ლამაზ სიტყვებს რომ საფუძველი ნული აქვს, იმასთან ერთად რომ გიწერენ, „გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი გააუქმეო, ეს რას ნიშნავს, პირდაპირი შანტაჟი არის თუ არა?!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ “იმედის ეთერში“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის