გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი - ვერ დავადასტურებ, რომ Patriot-ები გერმანიიდან უკრაინისკენ მიემართება, ამის შესახებ არაფერი ვიცი

გერმანიის მთავრობა არ ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პირველი პარტია უკვე გერმანიიდან უკრაინისკენ მიემართება, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა SRF-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობას ასეთი მიწოდების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ვერ დავადასტურებ, რომ ამჟამად რაიმე გზაშია. ამის შესახებ არაფერი ვიცი“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა ორშაბათს ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მასზე Patriot-ის სისტემების უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად მიწოდების გზებისა და საშუალებების ძიების საკითხს განიხილავენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია. „ისინი [რაკეტები] უკვე იგზავნება. ისინი გერმანიიდან მიდის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს