შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში ავტომობილში მსხდომი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღა, ერთი მათგანი დაჭრა, მათ კუთვნილ თანხას და დროებით სარგებლობაში არსებულ ავტომობილს დაეუფლა და მიიმალა - დაკავებულია დანაშაულის ორგანიზატორიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1981 წელს დაბადებული რ.ბ. და 1975 წელს დაბადებული ა.ჩ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ. თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ყაჩაღურად თავს დაესხა ავტომობილში მსხდომ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს - 2000 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ა.-ს. თავდამსხმელმა მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თანხას, ასევე, მ.ა.-ს დროებით სარგებლობაში არსებულ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარი სროლის შედეგად, ა.მ. ქვედა კიდურის არეში დაიჭრა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ ყაჩაღურ თავდასხმას ორგანიზება გაუწია და დაგეგმა, ბრალდებულის სახით დაკავებულმა ა.ჩ.-მ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის გზით დაუფლებული თანხის ნაწილი და ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი ა.ჩ. და ყაჩაღური თავდასხმის შემსრულებელი რ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს