Reuters - თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარ სარაკეტო სადგურზე ახალი საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა დასრულდა, სადაც უახლესი სადაზვერვო თანამგზავრების გაშვება და სხვა რაკეტების გამოცდა ჩატარდა

თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარ სარაკეტო სადგურზე ახალი საზღვაო ნავმისადგომის მშენებლობა დასრულდა, სადაც უახლესი სადაზვერვო თანამგზავრების გაშვება და სხვა რაკეტების გამოცდა ჩატარდა, - ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

მათივე ცნობით, სურათებიდან დანახული სოჰაეს თანამგზავრების გაშვების სადგურის ნავმისადგომი საშუალებას იძლევა, რომ რაკეტის კომპონენტების უფრო დიდი ნაწილი რკინიგზით გადაიტანონ, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი, რაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს განათავსოს რაკეტები, რომლებსაც უფრო დიდ მანძილზე გადაადგილება შეუძლიათ.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2022 წელს სოჰაეს ობიექტი დაათვალიერა და მისი მოდერნიზაცია და გაფართოება ბრძანა, რათა უზრუნველყოფილიყო სხვადასხვა რაკეტების, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრების გადატანის შესაძლებლობის მქონე რაკეტების გაშვება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს