დონალდ ტრამპის განცხადებით, 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბაჰრეინის მემკვიდრე პრინცთან, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 150-ზე მეტ ქვეყანას ერთ წერილს გაუგზავნის, სადაც ტარიფების დონე იქნება განსაზღვრული.

„ეს ყველასთვის იგივე იქნება, ამ ჯგუფისთვის ერთნაირი იქნება. ისინი დიდი ქვეყნები არ არიან და იმდენი ბიზნესი არ აქვთ, რამდენიც მათ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ჩინეთსა და იაპონიას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა აპრილში ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი საბაზისო ტარიფი გამოაცხადა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, კანადას, იაპონიას, მოლდოვას, ბრაზილიასა და სხვებს ტარიფების შესახებ აცნობა იმ შემთხევაში, თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს