ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - დონეცკის ოლქში „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ეჭვგარეშეა

დონეცკის ოლქში „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ეჭვგარეშეა, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა განაცხადა.

„მაშინაც კი, თუ ისინი ვერასდროს დაივიწყებენ, ისინი მშვიდობას იმსახურებენ. MH17-ის რეისის ჩამოგდებიდან თერთმეტი წლის შემდეგ, ეს მსხვერპლთა ახლობლებისთვის კვლავ აქტუალურია. დღეს, 298 ადამიანის, მათ შორის ნიდერლანდების 196 მოქალაქის ხსოვნას ვიგონებ“, - აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ადამინის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადგინეს.

შეგახსენებთ, 9 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინისა და ნიდერლანდების საჩივრების საფუძველზე რუსეთი 2022 წლის 24 თებერვლამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებში დამნაშავედ ცნო, მათ შორის MH17-ის ჩამოგდების გამო.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო