სარაკეტო დარტყმის შედეგად ღაზაში კათოლიკური ეკლესია დაზიანდა, არიან დაშავებულები

სარაკეტო დარტყმის შედეგად ღაზაში კათოლიკური ეკლესია დაზიანდა, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

იერუსალის ლათინური საპარტრიარქოს ცნობით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მანამდე, ღაზაში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დარტყმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ შემთხევევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა.

„თვეების განმავლობაში ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშები მიუღებელია. მსგავსი დამოკიდებულების გამართლება არანაირ სამხედრო მოქმედებას არ შეუძლია“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026