ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის მოქალაქეებმა სერგეი კუხარჩუკმა და რუსლან სივაკოვმა მათ სასამართლო პროცესებზე გადასაღებად მედიის დაშვება ითხოვეს

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის მოქალაქეებმა სერგეი კუხარჩუკმა და რუსლან სივაკოვმა მათ სასამართლო პროცესებზე გადასაღებად მედიის დაშვება ითხოვეს.

შესაბამისი განცხადება მათ სასამართლო პროცესზე გააკეთეს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ახალი თარჯიმნის მოყვანის შემდეგ განახლდა.

„მე, სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, სასამართლოს დარბაზიდან მაღალ იურიდიულ საბჭოს [იუსტიციის უმაღლეს საბჭოს] მივმართავ, სატელევიზიო არხები და ფოტორეპორტირები დაუშვან, რომ გადმოსცენ რაც ხდება, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალქეები - მე და რუსლან სივაკოვი. ეს ერთადერთი საშუალებაა, ჩვენმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკარინაში იმყოფებიან და თბილისში ჩამოსვლა არ შეუძლიათ, შეძლონ ჩვენი სასამართლო სხდომების ნახვა.

იმედი მაქვს, ჩემს საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. განცხადების ასლი გთხოვთ, გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინის საელჩოს",- განაცხადა კუხარჩუკმა.

იგივე თხოვნა ჰქონდა რუსლან სივაკოვსაც.

„დედაჩემი არის უკრაინაში, იქ არ არის ტელევიზია, მხოლოდ 30 წუთით რთავენ ინტერნეტს, ამ ფორმით იქნებ შეძლოს მან ჩემი ნახვა, ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას, საქართველო მიყვარხარ",- განაცხადა სივაკოვმა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით სასამართლო ვერ იმსჯელებდა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო