ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინას კანდიდატურა წარადგინა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ოლგა სტეფანიშინას კანდიდატურა წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ოლგა სტეფანიშინა აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

„აღნიშნულ თანამდებობაზე ოლგა აშშ-თან ჩვენს ურთიერთობებში წინსვლის ტემპის შესანარჩუნებლად იმუშავებს, მაშინ, როდესაც ვაშინგტონში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ყველა საჭირო პროცედურა მიმდინარეობს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობებს ტოვებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო