იან კელი და დევიდ კრემერი - საქართველოში მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება - სასწრაფოდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა „MEGOBARI აქტი“ მიიღოს

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად დონალდ ტრამპმა ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს.

ამის შესახებ ერთობლივ სტატიას საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრემერი ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკულია, თუმცა მისი მთავრობა "აშკარად მოსკოვისკენ იხრება" და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა ისე, როგორც რუსული რეჟიმი. ამ ფონზე კრემერი და კელი მიიჩნევენ, რომ მოვლენების მსგავსი დინამიკა "უმნიშვნელოვანესს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, მალე დანიშნოს" რობინ დანიგანის შემცვლელი - ვინც "მტკიცედ ისაუბრებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრო-რუსული საქციელის წინააღმდეგ".

ამასთან, მათი აზრით, აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პრო-დასავლურ გზაზე დაბრუნებისკენ ძალისხმევები, რადგან "შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს".

“რობინ დანიგანის მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე, შეერთებულ შტატებს მალე საქართველოში ელჩი არ ეყოლება, იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში საქართველო ამერიკის საკვანძო პარტნიორი იყო რთულ რეგიონში და მისი მოსახლეობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პრო-ამერიკული იყო. მოსახლეობას ახლაც იგივე ხედვები აქვს, მაგრამ მთავრობა აშკარად მოსკოვისკენ იხრება და ქართულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით სულ უფრო მეტად იქცევა, როგორც რუსული რეჟიმი.

მსგავსი დინამიკა უმნიშვნელოვანესს ხდის ტრამპის ადმინისტრაციისთვის, რომ მალე დანიშნოს დანიგანის ჩამნაცვლებელი - ისეთი, რომელიც მტკიცედ ილაპარაკებს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული და პრო-რუსული საქციელის წინააღმდეგ. აშშ-ის სენატმა, თავის მხრივ, კვალიფიცირებული კანდიდატი უნდა დაამტკიცოს, რომელიც მოთხოვნებს შეესაბამება. მან ასევე უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 5 მაისს უკვე დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც პასუხს აგებინებს ქართველ ოფიციალურ პირებს თავისი ანტი-ამერიკული ქმედებებისთვის და აშშ-ის წუხილს აჩვენებს ქვეყნის ავტორიტარული მმართველობისადმი გადახრის თაობაზე.

აშშ-მა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, უნდა გააორმაგოს საქართველოს დემოკრატიულ, პრო-დასავლურ გზაზე დაბრუნების ძალისხმევები. შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, ვინაიდან რუსეთი რეგიონში გავლენას კარგავს. როგორც სომხეთმა, ისევე აზერბაიჯანმა შეამცირეს თავიანთი კავშირები მოსკოვთან. და უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთის სასტიკ შეჭრას ებრძვის…

ქართველების უმრავლესობის მიმართ სოლიდარობის საჩვენებლად ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ელჩი უნდა დანიშნოს და სენატმა “MEGOBARI აქტი” მიიღოს. ორივე ნაბიჯი სასწრაფოდ არის საჭირო, სანამ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უფრო მეტად არ დააზიანებენ თავის ხალხს და სანამ შეერთებული შტატები სამუდამოდ არ დაკარგავს მნიშვნელოვან რეგიონალურ პარტნიორს”, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო