ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რუსტემ უმეროვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია პრეზიდენტის 18 ივლისის განკარგულებაში.

ამასთან, კიდევ ერთი განკარგულებით, ზელენსკიმ ალექსანდრ ლიტვინენკო ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, უმეროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის 6 სექტემბრიდან მსახურობდა და ის გუშინ ყოფილმა პრემიერმა, დენის შმიგალმა ჩაანაცვლა. ლიტვინენკოს კი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა 2024 წლის 26 მარტიდან ეკავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები