ვატო სურგულაძე - სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში, მათ შორის ევროპაში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება - მათთვის ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად ყოფნა-არყოფნის საკითხია

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

მისივე განმარტებით, ტყუილია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ადამიანის სიცოცხლეზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.

„მინდა არალეგიტიმური მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას გამოვეხმაურო, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვიზალიბერალიზაცია ეგზისტენციალურად საჭირო არ არის. გააჩნია ვისთვის! - ალბათ, კობახიძისთვის არა, მაგრამ იმ 50 000 ადამიანისთვის, რომელიც 2024 წელს უცხოეთში [სამკურნალოდ] გაემგზავრა და აქედან მესამედზე მეტი ევროპაში წავიდა, მათთვის ნამდვილად ყოფნა-არყოფნის საკითხია.

სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და მედიცინა არ არის იმ დონეზე, რომ ყველა დაავადებას თანამედროვე მეთოდებით უმკურნალონ.

ეს მონაპოვარი, რაც ვიზალიბერალიზაციის სახით გვაქვს, უნდა არსებობდეს, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადავარჩინოთ”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს