მამუკა მდინარაძე - შანტაჟის ობიექტი: ქართველი ხალხი, შანტაჟის ავტორი: ევროკავშირის ელჩი - თუ დაჩაგვრა მოგინდომეთ, თქვენი ბრალი იქნებაო, ეს 21-ე საუკუნის „დემოკრატიული მიგნებების კულმინაციაა“

თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო - შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ! - შანტაჟის ობიექტი ქართველი ხალხია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკომისიის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ განსაზღვრული რეკომენდაციებისა და ბრიუსელის მისამართით ხელისუფლების კრიტიკის შესახებ.

მდინარაძის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას.

„თუ არ დაგვემორჩილებით, მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ეროვნულ პოლიტიკაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე და მსგავს საკითხებზე უარს არ იტყვით და ჩვენს აგენტურას მხარს არ დაუჭერთ, ვიზალიბერალიზაციას გაგიუქმებთო - შანტაჟის უკიდურესად ამორალური ფორმა, რომელსაც აღარც კი მალავენ!..

შანტაჟის ობიექტი - ქართველი ხალხი!!! აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსებს გვემუქრებოდნენ და გვასანქცირებდნენ…

შანტაჟის ავტორი: არც მეტი, არც ნაკლები - ევროკავშირის ელჩი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, თუ ვიზის გარეშე აღარ შეგიშვებთ ევროპაში, ამაზე პასუხისმგებლობა თქვენს ხელისუფლებას ეკისრებაო!

ჩვენ თუ დაჩაგვრა მოგინდომეთ და უსამართლოდ მოგექეცით, თქვენი ბრალი იქნებაო - ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეოთხედის “დემოკრატიული მიგნებების კულმინაცია”.

თუმცა, საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს და არაფრის ფასად დათმობს თავისუფლებას - ეს არის ჩვენი სამშობლოს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მთავარი საიდუმლო, რომლის გააზრება ძალიან უჭირთ!“,- წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ამ წესების დაცვის ვალდებულება აიღო და სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

მისივე თქმით, რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის ერთადერთი გზა მიმდინარე კრიზისის მოგვარებისა და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის