თინა ბოკუჩავა - ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე - შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის

დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, საკრებულოს 378 წევრის სახელით, ჩვენ ვუთხრათ არა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ, მხოლოდ და მხოლოდ, თავისუფალი, სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნებისთის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალუირ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მზიურის პარკში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგმა დემოკრატიულმა პარტიამ ცდუნებას ვერ გაუძლო, თუმცა „ნაციონალუირ მოძრაობა“ 4 ოქტომბერსაც ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, გამარჯვება გადის პრინციპულობაზე და უკომპრომისობაზე.

„სამწუხაროდ, ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, მათ შორის დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიამ, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისევე როგორც 13 წლის განმავლობაში, დღესაც, ხვალაც 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე და აუცილებლად ასწევს გამარჯვების დროშას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში არის განცხადებები საერთაშორისო ასპარზეზზე, მათ შორის დღეს, განაცხადა, ევროპარლამენტმა, რომ ის არ აღიარებს ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ის არ ითანამშრომლებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან და ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს, ჩემთან ერთად არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები. ესენი არიან ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმით ბრძოლის ბრძოლის ფასი, მათ შორის ბრძოლის ფასი სოფლებში, დაბებში, ქალაქებში საქართველოს ყველა წერტილში და რეგიონში. დიახ, სწორედ ეს გაუტეხელი ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა, ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის ძალისხმევის მიუხედავად, დღევანდელ დღემდე მოიტანეს და ხვალ, სწორედ ეს გუნდი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ასწევს გამარჯვების დროშას. ეს გამარჯვება გადის პრინციპულობაზე, უკომპრომისობაზე, ბრძოლაზე, სწორედ ასე - ერთიანობით, უკომპრომისობით, პრინციპულობით, ჩვენ აუცილებლად ავწევთ გამარჯვების დროშას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა