ელენე ხოშტარია - ბევრი დრო არ დაგვრჩა, რადგან მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა - აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის

ჩვენ უარს ვუცხადებთ „ლეგიტიმაციის სპექტაკლს“, რომელსაც ჰქვია ე.წ. ადგილობრივი არჩევნები - უნდა ვიბრძოლოთ აქტიურად სისტემის დემონტაჟისთვის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ინტერპრესნიუსს” აქციაზე განუცხადა, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით “არა რუსულ არჩევნებს”.

ხოშტარიას თქმით, მთავარი ამოცანა არის “სისტემის დელეგიტიმაცია”.

„დღეს არის ძალიან ხმამაღალი განაცხადი პოლიტიკური კლასის, სამოქალაქო საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების - ჩვენი მთავარი ამოცანა არის სისტემის დელეგიტიმაცია, მისი დემონტაჟი და ამ გზით მართლა თავისუფალი არჩევნების მიღწევა. ბრძოლა, რომელიც მოიტანს შედეგს, პირველ რიგში, დგას პოლიტიკური კლასის პრინციპულობაზე, რომ არ ითანამშრომლოს რეჟიმთან და არ მისცეს ლეგიტიმაცია რეჟიმს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარს ვუცხადებთ „ლეგიტიმაციის სპექტაკლს”, რომელსაც ჰქვია ე.წ. ადგილობრივი არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, რომელიც უნდა დაშენდეს ამ პოლიტიკური კლასის პრინციპულ პოზიციაზე, მათ შორის, საერთო სამოქალაქო მძლავრი პროტესტი და ეს ორი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ ზეწოლას რუსულ რეჟიმზე.

ჩვენ ბევრი დრო არ დაგვრჩა იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მივუახლოვდით ზღვარს, როდესაც არათუ წინ ვერ მივდივართ ევროპაში, არამედ, ვკარგავთ იმასაც, რაც მოპოვებული გვქონდა და რაც შენარჩუნებულია ხალხის ბრძოლის გამო, თორემ ამ ხელისუფლებას არავინ არ ცნობს. აქედან გამომდინარე, აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ სისტემის დემონტაჟისთვის”. განაცხადა ხოშტარიამ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა