აკაკი ბობოხიძე - როდესაც მთელი ევროპა საქართველოს ელოდება თავის რიგებში, საქართველოს მართავს მტერი და გვაშორებს მთავარ მიზანს - როგორ შეიძლება, დღეს ბრძოლას არ ჰქონდეს აზრი, როდესაც ასე ახლოსაა გამარჯვება

სულხან-საბა ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, გული გაუსკდებოდა - როდესაც მთელი ევროპა ელოდება თანაბარ პარტნიორად თავის რიგებში, საქართველოს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც ოკუპანტების მხარეს არიან, საქართველოს ხელისუფლება მითვისებული აქვს ჯგუფს, რომელიც ოკუპანტების მხარესაა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გამარჯვება გარდაუვალია, რადგან საქართველოს ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა აქვს.

„დღეს სულხან-საბა ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, გული გაუსკდებოდა. როდესაც მთელი ევროპა ელოდება თანაბარ პარტნიორად თავის რიგებში, საქართველოს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც ოკუპანტების მხარეს არიან. საქართველოს ხელისუფლება მითვისებული აქვს ჯგუფს, რომელიც ოკუპანტების მხარესაა. დღეს საქართველოს მართავს მტერი და გვაშორებს მთავარ მიზანს. „ომი გიქნიათო, გივარგილ, ომი ვქენითო დედფალ; წაგიგიათო ომი გივარგილ, –წავაგეთ ომი დედფალ; მაშ, რაღა აზრი ჰქონდა ბრძოლას გივარგილ? ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“ - და თუ წაგებულ ომში ბრძოლას აქვს აზრი, როგორ შეიძლება, დღეს ბრძოლას არ ჰქონდეს აზრი, როდესაც ასე ახლოსაა გამარჯვება და ეს გამარჯვება არის გარდაუვალი, რადგან ჩვენთანაა სიმართლე, ჩვენთანაა ქართველი ხალხი და ჩვენთან არის ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერა“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო