თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩვენი კამპანიის მიზანია, გავაფართოოთ წინააღმდეგობა, გავიცნოთ ხალხი, რომელიც მზადაა იაროს, ვიდრე თავისუფალი არჩევნები არ ჩაინიშნება, სადაც არა ივანიშვილი, არამედ თქვენ მოგვანიჭებთ მანდატს

კამპანია, რომელსაც ჩვენ ახლა დავიწყებთ, სწორედ იმისთვისაა, რომ გავაფართოოთ წინააღმდეგობა და გავიცნოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენსავით მზადაა, რომ ბოლომდე იაროს ვიდრე რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება და თავისუფალი არჩევნები არ ჩაინიშნება, სადაც არა ივანიშვილი ან რომელიმე ოლიგარქი, არამედ თქვენ მოგვანიჭებთ მანდატს,- ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა ერთმანეთის ნდობა.

„თავისუფალ საქართველოს და ქართველ ხალხს გაუმარჯოს. მე არასდროს არ დამიკარგავს ქართველი ხალხის იმედი - მაშინაც კი, როცა ყველა უიმედოდ იყო. მინდა, რომ ჩემი იმედი ყველას გაგინაწილოთ - მათ შორის, იმათ, ვინც დღეს ივანიშვილის საპატიმროშია და მათ, ვინც ივანიშვილის ტყვეობაშია, რადგან თავის სამშობლო უყვარს. გაგიმარჯოთ თქვენ და გქონდეთ ჩვენი იმედი.

მეგობრებო, გამარჯვებისთვის გვჭირდება ერთმანეთის ნდობა. იმისთვის, რომ ერთმანეთს ვენდოთ, ერთმანეთი უნდა გავიცნოთ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუწოდოთ და ერთმანეთი უნდა აღმოვაჩინოთ. ეს კამპანია, რომელსაც ჩვენ ახლა დავიწყებთ, სწორედ ამისთვისაა, რომ გავაფართოოთ წინააღმდეგობა და გავიცნოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენსავით მზადაა, რომ ბოლომდე იაროს ვიდრე რეჟიმის დემონტაჟი არ მოხდება და თავისუფალი არჩევნები არ ჩაინიშნება, სადაც არა ივანიშვილი ან რომელიმე ოლიგარქი, არამედ თქვენ მოგვანიჭებთ მანდატს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, 8 ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს