დიმიტრი ხუნდაძე - მეორე ფრონტის ხაზი საქართველოზე რომ გავიდეს, გააქტიურდა შანტაჟი და იარაღად გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება - სურთ საზოგადოებას მიაღებინონ გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას

მეორე ფრონტის ხაზი რომ გავიდეს საქართველოზე, გააქტიურდა შანტაჟი და იარაღად გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა და გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გაკეთდა.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ომის საშიშროება ისევ მაღალია“.

მისი თქმით, სურთ საზოგადოებას მიაღებინონ გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას.

„სურთ, რომ ჩამოიცილონ ხელისუფლება, რომელიც იცავს საზოგადოებას და ქვეყანას ომისგან, არა და ომის საშიშროება ისევ მაღალია. თქვენ ხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდა, არა თუ დასრულდა, ახალი საომარი ლოკაციები დაემატა ახლო აღმოსავლეთის სახით, ამიტომ, აქტუალობა ის, რომ მეორე ფრონტის ხაზი გავიდეს საქართველოზე, საქართველო იქცეს მეორე უკრაინად და ის იყოს დამატებითი სისხლის მცლელი რუსეთისათვის, რომ რამენაირად ის დაასუსტონ, ამისთვის გააქტიურდა შანტაჟი და შანტაჟის იარაღად დღეს გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ანუ სურთ საზოგადოება დააშანტაჟონ და მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ რყევას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას, ხელისუფლების, რომელიც იცავს ქვეყნისა და თავად ამ საზოგადოების ინტერესებს“ , - აცხადებს ხუნდაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს