მედია - სირიის სამხრეთში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

სირიის სამხრეთ ნაწილში მიმდინარე ძალადობის შედეგად, რომელშიც ჩართულები არიან დრუზი მებრძოლები და მათი ბედუინი მეტოქეები, ასევე სამთავრობო ძალები, შეიარაღებული ტომები და ისრაელი, დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას The Guardian-ი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გასული კვირა დღის შემდეგ დაღუპულთა შორის 336 დრუზი მებრძოლი და 298 ამავე რელიგიური უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთაგან 194 თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სიკვდილით დასაჯეს.

დაღუპულთა შორის ასევე არიან სამთავრობო უსაფრთხოების ძალების 342 თანამშრომელი და 21 სუნიტი ბედუინი, რომელთაგან სამი მშვიდობიანი მოქალაქე დრუზმა მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, სამთავრობო ძალების კიდევ 15 წევრი ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები