ირაკლი კუპრაძე - თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს - მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

თსუ-ის მარშზე ,,ლელო - ძლიერი საქართველო" არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე - რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე გუშინდელ აქციას და მასში არმონაწილეობის მიზეზს განმარტავს.

მისი განცხადებით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ არ და ვერ იქნებოდა იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ეთანხმება.

ამასთან, კუპრაძის თქმით, სხვა აქციებზე, ყველგან წარმოდგენილი იქნებიან.

„გუშინდელი აქცია რაოდენობრივად და ხარისხობრივადაც ძალიან კარგი იყო, თან ეს ყველაფერი 19 ივლისს.

თსუ-ის მარშზე ,,ლელო - ძლიერი საქართველო" არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე - რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არ/ვერ ვიქნებოდით იმ აქციის ნაწილი, რომლის მთავარ მოთხოვნასაც არ ვეთანხმებით.

სხვა აქციებზე, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისთვის და ა.შ. ვიქნებით ყველგან წარმოდგენილი. ბოლო თვეების განმავლობაში მრავალი მარში გავმართეთ და გავაძლიერეთ პროტესტი, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.

ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად, არ ვპასუხობთ ბრალდებებს, ჩვენ ვუფრთხილდებით ახლანდელ და მომავალში საჭირო ერთობასაც, რაც აუცილებელია ივანიშვილის დასამარცხებლად.

მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში. ჩვენ ვიბრძვით ერთი მთავარი მიზნისთვის, საქართველოს რუსული რეჟიმისგან გასათავისუფლებლად!“,-წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „არა რუსულ არჩევნებს" - ამ ლოზუნგით თბილისში, აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოხატეს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, თსუ-ის კორპუსთან განცხადება გააკეთა „საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ“. ასამბლეის წევრთა თქმით, უერთდებიან 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა