მედია - უკრაინაში, ანტიკორუფციულ ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროზე „რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ჩხრეკა მიმდინარეობს.

მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ დეტექტივებს ბრალი ედებათ ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებში და ა.შ.

ერთ-ერთი დეტექტივი ასევე ეჭვმიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა 80 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია