სი ძინპინი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ჩინეთში შეხვედრას გამართავენ

ჩინეთმა დაადასტურა, რომ მიმდინარე კვირაში პეკინში ევროკავშირთან მაღალი დონის სამიტი გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ხუთშაბათს ჩინეთს ეწვევიან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდებიან. იმავე დღეს, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანგისა ევროკავშირის ლიდერების თავმჯდომარეობით ჩინეთ-ევროკავშირის 25-ე სამიტი გაიმართება.

Reuters-ი წერს, რომ შეხვედრა გლობალური სავაჭრო ურთიერთობების გამწვავების ფონზე ტარდება, მაშინ, როცა პეკინი ცდილობს ბლოკთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების დამყარებას, რათა თავიდან აიცილოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში არსებული გაურკვევლობა.

ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2021 წელს, როდესაც ბრიუსელმა ჩინელ ჩინოვნიკებს სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ამ ნაბიჯს პეკინის მხრიდან სწრაფი საპასუხო სანქციები მოჰყვა, რამაც ორმხრივი ურთიერთობების დიდი ნაწილი შეაჩერა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს