პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება “პრეგაბალინი”. გატარებული ღონისძიებების შედეგად ფსიქოტროპული ნივთიერება ამოღებულია.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო