ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის წინადადება წამოაყენა

რუსტემ უმეროვმა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების ახალი შეხვედრის გამართვის წინადადება წამოაყენა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი დიპლომატებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არსებული საკითხები ნათელია: სამხედრო ტყვეების დაბრუნება, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნება და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მომზადება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ნამდვილად ეფექტური მოლაპარაკებები მხოლოდ ლიდერების დონეზე შეიძლება შედგეს“.

ცნობისთვის, უკრაინულ, თურქულ და რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შესაძლოა მიმდინარე კვირაში სტამბოლში გაიმართოს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შესაძლოა მოლაპარაკებები 24-25 ივლისს შედგეს. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია