25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს

ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვამ ახალ დონეს მიაღწია. ისრაელის მთავრობის დახმარების მიწოდების მოდელი საშიშია, არასტაბილურობას აღვივებს და ღაზაში მოსახლეობას ადამიანურ ღირსებას ართმევს. საშინელებაა ის, რომ დახმარების მიღებისას 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოწოდებით გამოდიან.

„2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი მძევლები საშინლად იტანჯებიან. ჩვენი მოწოდება მათი უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა. მოვუწოდებთ მხარეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად ერთად იმუშაონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია